საქართველოს მთავრობის მიერ, ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებების შედეგად, ვანის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეთა მომართვიანობა 40%-ით გაიზარდა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი პირადად მივიდა იმუნიზაციის ცენტრში და ადგილზე გაეცნო ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას.
ექიმების განცხადებით, 8 ნოემბრის შემდეგ, განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა კოვიდ ვაქცინაზე, საპენსიო ასაკობრივ ჯგუფში.
იმუნიზაციის ცენტრში მისული მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებები დამატებითი სტიმული იყო მათთვის, უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მიმართულ ვაქცინაციის პროცესში.
როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 და მეტი ასაკის საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.