სახალხო დამცველი ვიყავი და ყოველთვის თავს ვიკავებ, რომ სახალხო დამცველზე ვისაუბრო და კარგია, რომ ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი, ყოფილ პრეზიდენტს ხშირ-ხშირად ნახულობს, თუმცა გასაოცარი ფაქტი ის არის, რომ მან ეს ერთი ადამიანი უფრო ხშირად ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი ოთხი წლის განმავლობაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
სუბარისთვის გაუგებარია კარგად აღჭურვილი და მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული მე-18 დაწესებულება, რატომ შეიძლება იყოს უფრო მეტი საფრთხე, ვიდრე იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც სხვა ადგილებში შიმშილობენ.
ამასთან, სუბარის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი რატომ შიმშილობს და რას უცხადებს პროტესტს, ეს მას არ ჩამოუყალიბებია.
„ზოგადად, მედიცინაში სამედიცინო აზრი და ალტერნატიული აზრი არსებობს. ამ შემთხვევაში, ის, რაც ლომჯარიას მიერ შექმნილმა კომისიამ ჩამოაყალიბა, ეს არის ალტერნატიული აზრი. შინაარსში ვერ შევალ, რადგან ექიმი არ ვარ, მაგრამ გასაოცარი იყო, რაც მოვისმინე, რომ მათ კონსულტაციები არ ჰქონიათ ადგილობრივ ექიმებთან, არც იმ ექიმებთან, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან არსებულ სამედიცინო ცენტრს წარმოადგენენ და არც იმ ექიმებთან, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მე-18 დაწესებულებაში, სამოქალაქო ექიმები მორიგეობენ. ვინმეს მართლა თუ საფრთხე ემუქრება, ეს შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც არიან არა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, არამედ არიან ის ადამიანები, რომლებიც შიმშილობენ პარლამენტში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასა და საკრებულოებში. ადამიანებს თუ შეუძლიათ იატაკზე, ლეიბებზე იწვნენ, ასე გააგრძელონ შიმშილობა და მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, ამ შემთხვევაში, გაუგებარია მე-18 დაწესებულება, რომელიც მართლა კარგად აღჭურვილია და მაღალკვალიფიციური ექიმებითაა დაკომპლექტებული, რომელსაც აქვს საქართველოში ყველაზე დიდი გამოცდილება შიმშილობის პერიოდის მართვის, რატომ შეიძლება იყოს იქ უფრო მეტი საფრთხე, ვიდრე იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც საქართველოს სხვა ადგილზე შიმშილობენ? მიხეილ სააკაშვილი რატომ შიმშილობს? რას უცხადებს პროტესტს? სააკაშვილს არ ჩამოუყალიბებია. მას საკუთარი საქმეები გასაჩივრებული აქვს სტრასბურგის სასამართლოში და დაელოდოს მათ გადაწყვეტილებას. ის ფაქტი, რომ სტრასბურგმა ამ საქმეებს რიგითი მიმდინარეობა მისცა, ნიშნავს, რომ ამ განაჩენებში რაიმე დარღვევას ვერ ხედავენ. სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი და დღე არ გავიდოდა ისე, რომ ვინმე არ შიმშილობდა, დაზიანებებს არ იყენებდა, ნივთებს არ ყლაპავდა, პირს არ იკერავდა, ეს იყო და არის სამწუხარო რეალობა სასჯელაღსრულების სისტემაში. ვინმეს თუ გააჩნია დიდი გამოცდილება ამ ყველაფრის, ეს არის სასჯელაღრულების სისტემა და მე-18 დაწესებულება. სახალხო დამცველი ვიყავი და ყოველთვის თავს ვიკავებ, რომ სახალხო დამცველზე ვისაუბრო და კარგია, რომ ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი ყოფილ პრეზიდენტს ხშირ-ხშირად ნახულობს, თუმცა გასაოცარი ფაქტია ის, რომ მან ეს ერთი ადამიანი უფრო ხშირად ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.