ნიკა გვარამია საჯარო რეესტრთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის
11-11-2015, 08:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

„რუსთავი-2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საჯარო რეესტრთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის.

 

 

მისი თქმით, დროის სიმცირის გამო ვერ გადაამოწმა იყო თუ არა იყო თუ არა „რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველების დოკუმენტაცია ზაალ უდუმაშვილისთვის უფლებამოსილების გადაცემასთან დაკავშირებით.

 

 

“მე მინდა განვმარტო ჩემი პოზიცია რეესტრთან დაკავშირებით, ბოდიში მოვიხადო და უკან წავიღო ჩემი სიტყვები. დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხეთ გადამოწმება რეგისტრირებული იყო ეს ყველაფერი თუ არა. ყოველ შემთხვევაში საიტზე არ ჩანს. იმედს ვიტოვებ, რომ არ ჩანს იმიტომ, რომ ის არ არის რეგისტრირებული. ჯერჯერობით არ არის რეგისტრირებული და იმედია არც მოხდება. კიდევ ერთხელ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და ეს ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული,”- განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, საგანგებო ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ საჯარო რეესტრმა შეცდომა დაუშვა, როდესაც დოკუმენტი დაარეგისტრირა.

 

 

“ნოტარიუსზე მძიმე შეცდომა ჩაიდინა საჯარო რეესტრმა, რომელიც ვალდებულია, რომ დაახარვეზოს ასეთი დოკუმენტი, რაც არ მომხდარა და ამ დოკუმენტის რეგისტრაცია წუთების განმავლობაში მოახდინა. სახეზეა კიდევ ორი თანამდებობის პირის მიერ დანაშაულის ჩადენა, ნოტარიუსი და საჯარო რეესტრის წარმომადგენელი. ამ პირებმა ზალიკოს თავისი ნების გარეშე დააკისრეს პასუხისმგებლობა. ეს ქაღალდი არის ფარატინა ფურცელი, რომელსაც არ ახლავს საჭირო რეკვიზიტი, მეორე მხარის თანხმობა“- აღნიშნავს გვარამია და ამ საკითხის გამოძიებას ითხოვს”, – განაცხადა გვარამიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი