პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ დამადასტურებელია იმ სიბინძურის და უბედურების, რაც 2012 წლამდე ხდებოდა. ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდის წევრები, მეგის ქარდავებით, გვარამიებით და ა.შ, - განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
„შედარება შეუძლებელია, ყველამ კარგად ვიცით, რა რეალობაში გვიწევდა ცხოვრება, რა რეალობაში უწევდათ დროის გატარება პატიმრებს 2012 წლამდე, როგორი ველური მოპყრობა იყო, როგორი წამება, სადიზმი იყო პატიმრების მიმართ. ეს არაერთხელ გამოიკვეთა და დღევანდელი კადრები კიდევ ერთხელ დამადასტურებელია იმ სიბინძურის და უბედურების, რაც 2012 წლამდე ხდებოდა. ვინ იყო ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი – მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდის წევრები, მეგის ქარდავებით, გვარამიებით და ა.შ. ეს უბედურება ხდებოდა ქვეყანაში. საბედნიეროდ, 2012 წლის შემდეგ ყველაფერი ეს წარსულს ჩავაბარეთ და ვერავინ, ვერასდროს გაბედავს, რომ პატიმრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ 2011 წელს ერთ-ერთი დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ. „კარანტინში“, სადაც აყურებინეს, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.