საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა
18-11-2021, 17:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძეს უნგრელმა კოლეგამ ტიბორ ბენკომ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს და უწყებებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გამართული მაღალი დონის ვიზიტები ორი ქვეყნის თავდაცვის ინსტიტუტებს შორის კავშირების განმტკიცების ნათელი მაგალითია.

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრეთის მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის და პრაქტიკული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა კოლეგას თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად. ასევე, საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში უნგრეთის მხრიდან გაწეულ დახმარებასა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები გმირთა მოედანზეც იმყოფებოდნენ, სადაც დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ კოლეგასთან ერთად „2021 უნგრეთის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენცია“ გახსნა.

 

 

უწყების ხელმძღვანელი ბუდაპეშტში არსებულ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრსაც ესტუმრება, სადაც ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერება ხელი. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურთან, გენერალ რიჩარდ კლარკთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი