სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
18-11-2021, 19:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 


„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია . ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის. მიხეილ სააკაშვილთან ამ წუთებში მისი ადვოკატი ნიკა გვარამია იმყოფება“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახური მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

მანამდე სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა, წაქცევის შემდეგ კი იგი საკაცეზე დააწვინეს და წაიყვანეს.

 


„ყველამ მინდა იცოდეთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, როდესაც მიშასთან შეხვედრას ვასრულებდით, მიშა როცა გამოდიოდა ოთახიდან, წაიქცა და შემდეგ საჭირო გახდა საკაცე, საკაცეზე გადავიყვანეთ და ახლა არ ვიცი, რა მდგომარეობაშია. ნიკა გვარამია არის დარჩენილი ციხეში. ველოდებით, რა განცხადებას გააკეთებს პენიტენციური სამსახური. მიშა გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ და უკვე რომ გამოდიოდა ოთახში, მოსხლეტით წაიქცა. შემდეგ რამდენიმე წუთში ჩამოიტანეს საკაცე, მიშას წაქცევის მერე ერთი სიტყვა არ გამიგია მისგან. დააწვინეს საკაცეზე, მანამდე ვესაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო. როცა გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. 10 წუთია, რაც აიყვანეს. წაქცეულზე თვალები ხელით გავუხსენით“, – განაცხადა ბასილაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი