ნიკა გვარამია: ექიმების მიმართ მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი, ამ მდგომარეობაში მყოფი კაცი რომ გამოიყვანეს მდგომარეობიდან, მაგრამ ეს როდემდე იქნება შესაძლებელი, არ ვიცი
18-11-2021, 20:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილი კარგად არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მე ვიყავი პალატაში და ამას ვადასტურებ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

 


„მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ, ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი. უნდა ვთქვა, რომ იყოჩაღეს ექიმებმა და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, შეიძლება გაგიკვირდეთ ქალბატონო დემურიშვილი. პირდაპირი მნიშვნელობით, ამ ადამიანებსაც რატომ ზაფრავენ და მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებენ, ახლა უკვე ექიმებსაც ვგულისხმობ, ჩემთვის გაუგებარია.

 

 

მოვიდნენ ექიმები, მე კი მომეჩვენა საუკუნედ ვიდრე ჩამოვიდნენ, მაგრამ სინამდვილეში მოკლე ხანში ჩამოვიდნენ, აიყვანეს და მერე უკვე რამდენიმე წუთში მეც ამიყვანეს. როგორც კი სისტემა დაუყენეს, ფერზეც მოსულია და უკვე კონტაქტურია, რადგან იქ ქვემოთ რომ წაიქცა, კონტაქტური არ იყო. ამჟამად იმყოფება რეანიმაციაში, ყველა ექიმი ადგილზეა, აკეთებენ მაქსიმუმს თავისი შესაძლებლობების. მე არ ვიცი ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს, რადგან ამ ექიმების ბედიც უკვე რატომ ჩააგდეს ამ დღეში, მართალი გითხრათ, უკვე აღარ მესმის. მართლა მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი, ამ მდგომარეობაში მყოფი კაცი რომ გამოიყვანეს მდგომარეობიდან, მაგრამ ეს როდემდე იქნება შესაძლებელი, არ ვიცი.

 

 

გულწრფელად გეტყვით, უკვე მთავარი ჩემი ინტერესია, რომ ეს კაცი აქედან გავიდეს და ეს ყველაფერი შეწყდეს, რადგან აუტანელია უკვე ყურება იმისი, როგორ კვდება ეს კაცი. გამოსავალი არის ერთადერთი, რომ აქ არ იყოს მიხეილ სააკაშვილი და მერე შეწყვიტოს შიმშილობა. თუ მართლა ასეთი ვითარებაა, ნუ მოგონილი აბსურდი, რომ ვიღაცა მოიტაცებს თუ რაღაცა უსაფრთხოების პრობლემები იქნება, გეუბნებით პირდაპირ ჩემ აზრს, არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში სააკაშვილის პოზიცია, ჩემი დამოკიდებულება პირადად ის არის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ეს კაცი აქედან ცოცხალი გავიყვანო და ნუ იქნება საქართველო თუნდაც, არ ვიცი სხვა ადგილი იყოს. არაფერი უკვე აღარ მაინტერესებს, გარდა იმისა, რომ ეს კაცი აქედან გამოვიდეს ცოცხალი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი