აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას იმის უზრუნველყოფას, რომ სააკაშვილმა შეძლოს მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვაზე დასწრება
19-11-2021, 09:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას იმის უზრუნველყოფას, რომ სააკაშვილმა შეძლოს მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვაზე დასწრება, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

 


„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოპყრობას მას შემდეგ, რაც იგი 1 ოქტომბერს დააპატიმრეს. ჩვენ მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის საზედამხედველო მუშაობას დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შეაფასებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობას და განიხილავს ციხის საავადმყოფოში სამედიცინო აღჭურვილობის მდგომარეობას.

 


ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოეპყროს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე მოუსმინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს მის სათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.

 


ჩვენ ასევე მტკიცედ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ უზრუნველყოს, რათა ბატონმა სააკაშვილმა შეძლოს მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვაზე დასწრება, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ბატონ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც გულისხმობს შესაძლებლობას, პირადად დაესწროს სასამართლო განხილვებს, თუ ის ამას მოითხოვს“, აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი