ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ ორი მინისტრი, თავდაცვის თინა ხიდაშელი და გარემოს დაცვის გიგლა აგულაშვილი, გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან.
გუშინ ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მძიმე შეცდომას უშვებენ, როცა საჯარო გამოსვლებში აიგივებენ ივანიშვილ–ღარიბაშვილს, უსუფაშვილ–ხიდაშელთან, ვინაიდან, ასეთი რიტორიკით ხელს უწყობენ მათ "ერთ პოლიტიკურ გუნდად წარმოჩენას", რაც რეალურად არ შეესაბამება სინამდვილეს. მოგეხსენებათ, რომ საგარეჯოს შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგეზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ზემოთ აღნიშნულმა ორმა მინისტრმა, რომლებმაც საკუთარი თანაპარტიელის რესპუბლიკელი თამარ ხიდაშელის '"გამარჯვებისთვის" ყველანაირი მორალური და სამრთლებრივი ნორმა გადალახეს, რის საპასუხოდაც "დამარცხებულმა", რეალურად კი გამარჯვებულმა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა და მისმა თანამებრძოლებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს მთავრობის კანცელარიასთან, რომელიც უკვე მესამე დღეა გრძელდება. შიმშილობის ამ აქციაში, ირმა ინაშვილთან და სხვებთან ერთად მონაწილეობს ლეგენდარული სპორტსმენი, საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფალავანი, ორგზის ოლიმპიური და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, საგარეჯოელი ლევან თედიაშვილი, რომელიც მძიმე დიაბეტით არის დაავადებული და მისი ასაკის გათვალისწინებით სავსებით მოსალოდნელია, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგეს! მართალია, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა თხოვნით მიმართა (მთავრობიდან არავინ!) ი.ინაშვილს, რომ შიმშილობა შეეწყვიტათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი "დისტანციური მიმართვა" საკმარისი არ არის და მოშიმშილეებთან უშუალო კონტაქტია აუცილებელი ქვეყნის პირველი პირების მხრიდან, უწინარესად კი, პრემიერ ღარიბაშვილისგან!
იცით რა, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, საინტერესოა, სად არის საქართველოს სპორტული საზოგადოება, ქართველ მოჭიდავეთა ოჯახი? როდესაც ასაკოვანი და ასეთი სახელოვანი სპორტსმენი ქუჩაში სიცივეში შიმშილობს, განა იმას მაინც არ იმსახურებს, რომ მისი ჯანმრთელობით შეწუხდეს და საჯარო მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს საქართველოს სპორტის მესვეურებმა?! მოკლედ, ვისაც ეკუთვნის იცოდეს, რომ ლევან თედიაშვილი შიმშილობისას თუ დაიღუპა, საგარეჯოდან და მთელი საქართველოდან, სახალხო მოძრაობა "ხარება და გოგია" დაიძრება თბილისისაკენ, პასუხის მოსათხოვნად! დიახ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მოვლენები თუ ასე განვითარდა და უსამართლობამ აჯობა სამართლიანობას, მაშინ ქართველი ხალხი იტყვის თავის სათქმელს, რომელიც არაერთხელ უთქვამს ჩვენი ისტორიის მანძილზე და მერე, იქ, ძალაუფლების მაღალ კვარცხლბეკზე მდგომთათვის – "გვიანღა იქნება თითზე კბენანი"!!!...
ჯუმბერ კირვალიძე
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.