მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით, დავასაბუთეთ ხუთი ექიმის კონსულტაციის აუცილებლობა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ. თუ ეს შესაძლებელი იქნება, ადგილზე გაკეთდება, თუ მათი რაღაც ნაწილის გაკეთება შეუძლებელი იქნება, გადაყვანილი იქნება პაციენტი იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ, რომელიც გვიან ღამით, დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.
„პირადი რეკომენდაცია უკვე გავახმოვანე მის პირად ექიმთან და ამ დაწესებულების ექიმებთან, რომელიც პრინციპში სრულდება კიდეც. ეს იყო გადაუდებელი კონსულტაციები ღამის განმავლობაში რამდენიმე სპეციალისტის, რომლებმაც უახლოესი საათების სამოქმედო გეგმა უნდა გაწერონ. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, რომელიც გაზიარებული იქნება. ეს არის სამედიცინო ლოგიკა. მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით, გავწერეთ და დავასაბუთეთ ხუთი ექიმის კონსულტაციის აუცილებლობა - აქედან ორი ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, პირველი პრიორიტეტი იყო. ნევროლოგის კონსულტაცია იყო უკვე, გასტროენტეროლოგი ღამე ჩატარდებოდა. ამოცანაა ის, რომ ეს ადამიანები მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ. თუ ეს შესაძლებელი იქნება, ადგილზე გაკეთდება, თუ მათი რაღაც ნაწილის გაკეთება შეუძლებელი იქნება, გადაყვანილი იქნება პაციენტი იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.