საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის გამოსახატად მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს. იგი აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თუკი გონს არ მოეგებიან, „ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი“.
„ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია - 4 შვილის დედის - რომელიც თავს სწირავს საქართველოს გულისთვის, საქართველოს მოქალაქის გულისთვის. თუ ამას არ გააკეთებთ, აიღეთ „მაუზერი“, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ, როგორც 37 წელს. მე მაქვს კიდევ, არ ვიცი რატომ, მაგრამ მაქვს კიდევ თქვენი, რასაც ვამბობ შეიძლება არ მჯერა, ოდნავ, ერთი პატარა ნაპერწკლით მჯერა, რომ მოხვალთ გონს. ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი, გართხილებთ! თქვენ არ გაქვთ უფლება, მოაწყოთ 37 წელი 21-ე საუკუნეში... მე კიდევ ყველაფერი არ ვთქვი...“, - ამბობს ელენე ხოშტარის დედა ირინა გუნცაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.