„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მათ შორის ისეთი უმძიმესი დამნაშავის მიმართ, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, თუმცა, მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, „ნაცმოძრაობა“ აწყობს სპექტაკლს, მაგრამ მათ „არც შანტაჟი და არც მუქარა არ გაუვათ, მეგის ქარდავები მკაცრ პასუხს მიიღებენ“.
„ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ უმძიმესი კადრები. მეგის ქარდავა იყო მხოლოდ შემსრულებელი, მთავარი დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი. ეს იყო ადამიანი, რომელიც საქართველოში ადამიანებს აწამებდა, ჩვენებებს აჭმევდა, ბიზნესს არეკეტებდა, ქვეყნის 20 პროცენტი ჩააბარა, მედიის სრული მონოპოლიზაცია განახორციელა. საქმე სამარცხვინო ადამიანთან გვაქვს. დღეს კოლექტიური მეგის ქარდავა შიმშილობს, გვაშანტაჟებს და გვემუქრება. არც შანტაჟი და არც მუქარა არ გაუვათ, მძიმე პასუხს მიიღებენ. „ნაცმოძრაობა“ აწყობს სპექტაკლს, ისინი ამ სპექტაკლის საფუძველზე გვაშანტაჟებენ და გვემუქრებიან. მათ არც შანტაჟი და არც მუქარა არ გაუვათ, მეგის ქარდავები მკაცრ პასუხს მიიღებენ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერს ექნება სათანადო პოლიტიკური შეფასება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.