მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მე-18 სამედიცინო დაწესებულებასთან სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა შეხვედრა ვერ შეძლო რადგან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია, სადაც მხოლოდ სამედიცინო პერსონალი დაიშვება.
„დღეს გამოვცხადდი, დილით მსურდა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. განმიმარტეს, რომ მას ეძინა და როცა გაიღვიძებდა, შემატყობინებდნენ და დამიშვებდნენ მასთან. საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ მითხრეს, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, სადაც დაიშვება მხოლოდ სამედიცინო პერსონალი და ადვოკატებს ვერ შეგვიშვებდნენ მასთან შესახვედრად“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა და დაამატა, რომ იგი დაუკავშირდა სამედიცინო დაწესებულების მთავარ ექიმს, რომელმაც უთხრა, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და რაიმე სერიოზული პრობლემა არ არსებობს.
„ვესაუბრე მთავარ ექიმს, რომელმაც მითხრა, რომ სააკაშვილმა ღამე რეანიმაციულ გნაყოფილებაში გაატარა, ამჟამად სტაბილურია მდგომარეობა, გარკვეული კვლევები ჩატარდა. მათი განმარტების შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული პრობლემა არ არსებობს, ელოდებიან კვლევის შედეგებს. ასევე მითხრა, რომ მოხდება სხვადასხვა პროფილის ექიმების შეხვედრა და ამ შეხვედრაზე გადაწყდება, თუ რა იქნება მომდევნო ნაბიჯები.
ვერანაირი კონკრეტული ინფორმაცია ამ შეკრებაზე ან დროზე არ მოუწოდებიათ, მითხრეს, რომ არ იციან, როდის მოხდება ეს. ძალიან უპასუხისმგებლობაა პენიტენციურის მხრიდან ოფიციალური ინფორმაციის არგავრცელება. რეალურად, უნდა ჰქონდეს გავრცელებული, თუ რა მდგომარეობაა და რა გეგმა არსებობს. ასევე, ვერ მითხრეს, როდემდე გაგრძელდება მისი ყოფნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ქალბატონმა მანანამ მითხრა, რომ თავად ეკონტაქტა მიხეილ სააკაშვილს. ვერაფერს გამოვრიცხავ, გვახსოვს, ადრე პენიტენციურის მოქმედებები გადაყვანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვლმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.