ვთავაზობთ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ამ წუთებში მიმდინარე საგანგებო ბრიფინგზე.
„ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერსებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც ობსტურქციული პოლიტიკური ძალების წაქეცებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი, ვთავაზობთ შემდეგს, რომ ის გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელწიფოს მხრიდან იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. მოვუწოდებთ ყველას, მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ. სიძულვილის ენის, აქამდე გაუგონარი მასშტაბით გამოყენებისა და კანონმორჩილ თანამშრომლებს, მათი ოჯახის წევრებზე დაუყოვნებლი თავდასხმის შეწყვეტისაკენ", - თქვა რატი ბრეგაძემ და დამაატა: „ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ“.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ექსპრეზიდენტს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.