მარცხი - ნაბიჯი ბიზნესლიდერობისკენ: ქალების გამოცდილება Fuckup Nights-ზე
19-11-2021, 15:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისი, კლუბი „მტკვარზე“ (ნიკოლოზ ბარათაშვილის მარცხენა სანაპირო), 19:00 საათი - როგორია მარცხი, რომელიც ბიზნესლიდერობისკენ ნაბიჯის გადადგმასა და მნიშვნელოვან მოტივაციას ნიშნავს — ქალები, რომლებიც ბიზნესში წარმატებით საქმიანობენ, აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას Fuckup Nights-ის ფორმატით გაუზიარებენ.

 

 

ღონისძიებაში, რომელსაც სტარტაპ ბიურო და იმპაქტ ჰაბ თბილისი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ლიბერთის მხარდაჭერით გამართავენ, 5 ქალი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან: ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრის, "კამარას" დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე, კლუბის „მტკვარზე“ დამფუძნებელი ქეთა გაბუნია, „ლიბერთის“ HR და ადმინისტრაციის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე, „აჭარა ჯგუფის“ დირექტორი ნინო კვერნაძე და ღონისძიებების მართვისა და მარკეტინგული აქტივობების ორგანიზების კომპანიის, ALICE Q-ს თანადამფუძნებელი ირინა ეგაძე. ღონისძიების მოდერატორი საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი იქნება.

 

 

ისტორიებით, რომლებსაც მონაწილეები დამსწრეებს უამბობენ, კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ საქმიანობისას გადალახულ წინაღობებს და შეეცდებიან, ამ მაგალითებით მოტივაცია სხვა ქალებსაც მისცენ.

 

 

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელთა დახმარებითაც ადამიანები საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ჰყვებიან. მოძრაობა 2012 წელს, მექსიკაში დაიწყო და ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. თვეში ერთხელ 3-4 სპიკერი სხვადასხვა ადგილას იკრიბება და აუდიტორიას საკუთარ პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებს. ეს არის გამოცდილება, რომელიც ეხმარება ადამიანებს, დარწმუნდნენ, რომ მარცხი დასასრული არ არის, პირიქით: ის კარგი გამოცდილებაა. მით უმეტეს, რომ ზოგჯერ საუკეთესო ამბები სწორედ ერთი შეხედვით არასწორი გადაწყვეტილებებით იწყება.

 

 

Fuckup Nights Tbilisi vol. 25: Women in Business -ის მხარდამჭერები არიან: Grant Thornton Georgia, ლურჯი ოკეანე, აქსელი - საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, ლურჯი ოკეანე, ქარი და Snap Fitness. მედიამხარდამჭერებს კი წარმოადგენენ: Forbes Georgia, Entrepreneur Georgia, imitom.ge, AT.ge და BPN.ge. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერა პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

 

კომენტარები: 5
#5   farhnan
      
Travel with ease and maintain clear nasal breathing anywhere with our portable and convenient magnetic nasal strips. Nighttime breathing relief
26 დეკემბერი 2024 08:33
#4   farhan
      
Join the Growing Market for Sleep Aids – Experience the preferred solution for millions battling insomnia. 使蒂諾斯安眠藥
24 ოქტომბერი 2024 17:52
#3   farhan
      
Correct bad posture with ergonomic tools designed for all-day comfort and spinal support Neck & Lumbar Support Massager
17 ოქტომბერი 2024 18:21
#2   farhan
      
SafeAir helps me keep my multi-family property safe by ensuring each apartment’s dryer vent is cleaned and inspected. chimney cleaning
14 ოქტომბერი 2024 01:18
#1   farhan
      
Optimised Research Labs offers a wide selection of premium SARMs for cutting-edge research purposes. UK SARMs
9 ოქტომბერი 2024 15:25
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი