გიგი უგულავა: გორის ჰოსპიტალზე, დავაცადოთ და ექიმებმა თვითონ თქვან, რაც შეეხება პროტესტის ნაწილს, როგორც კი მიხეილ სააკაშვილი გადავა სამკურნალო დაწესებულებაში, არანაირი აქციები იმ დაწესებულებასთან არ იქნება
19-11-2021, 15:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როგორც კი მიხეილ სააკაშვილი გადავა სამკურნალო დაწესებულებაში, არანაირი აქციები იმ დაწესებულებასთან არ იქნება.

 


„მთავარია, რომ გადარჩეს მიხეილ სააკაშვილის და ელენე ხოშტარიას სიცოცხლე. გორის ჰოსპიტალზე, მოდით, დავაცადოთ და ექიმებმა თვითონ თქვან და რაც შეეხება პროტესტის ნაწილს, როგორც კი მიხეილ სააკაშვილი დატოვებს და გადავა სამკურნალო დაწესებულებაში, ჩვენ ყველამ, ნიკა მელიამ და ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ არანაირი აქციები იმ დაწესებულებასთან არ იქნება, პირიქით, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ და გავაფრთხილებთ და თუ პოლიცია საჭიროდ ჩათვლის, მათ მივეხმარებით მსგავსი რამე არ იყოს, იმიტომ, რომ ჩვენთვის ახლა პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ ორი ადამიანის სიცოხლის გადარჩენა“, განაცხადა გიგი უგულავამ.

 


უგულავას კომენტარს წინ უძღოდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადება და შეთავაზება სააკაშვილისადმი: „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერსებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც ობსტურქციული პოლიტიკური ძალების წაქეცებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი, ვთავაზობთ შემდეგს, რომ ის გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში", - თქვა ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი