ლიბერთის „ახალი“ ბარათი სრულიად უნიკალურია - ჩვენ, რეგიონის მასშტაბით, პირველები ვართ - ვასილ ხოდელი
19-11-2021, 15:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლიბერთი ბანკმა საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი და უნიკალური საკრედიტო ბარათი „ახალი“ წარადგინა, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

 

 

როგორც „ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, „ახალი“ ლიბერთის პირველი პროდუქტი იქნება რეგიონში ყველაზე მაღალი ქეშბექით, რომელიც 18+ სეგმენტისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო.

 

 

„ჩვენ საფუძვლიანად ვიკვლიეთ მსგავსი პროდუქტები და ანალოგები. სხვათაშორის, შთაგონება ამ პროდუქტისა მივიღეთ ავსტრალიაში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მსგავსი პროდუქტი არ არსებობს არც საქართველოს და არც რეგიონის საბანკო სისტემებში.

 

 

ჩვენი „ახალი“ ბარათის მთავარი ძლიერი მხარე სიმარტივეა. ადამიანებს ხშირად უწევთ გარკვევა, თუ რაში რას იხდიან და ეს ყველაფერი საიდან მომდინარეობს. ამას დიდი დრო მიაქვს, დრო კი ფულია. შესაბამისად, ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს დავაზოგინოთ დრო და ვუთხრათ, რომ ნუ იფიქრებენ ამის კალკულაციასა და ანალიზზე. ყველაფერი ძალიან მარტივი და გასაგებია - გაქვთ ერთი ფიქსირებული საკომისიო, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ლიმიტს, რომელსაც თქვენ იღებთ და ვერ ფარავთ საშეღავათო ვადაში (55 დღე). მისი ნელ-ნელა გადახდის შემთხვევაში, გექნებათ მხოლოდ ფიქსირებული საკომისიო გადასახადი და არანაირი სხვა ხარჯი.

 

 

ამის ფიქრს და კალკულაციის აუცილებლობას ჩვენს მომხმარებელს თავიდან ვაცილებთ და ზუსტად ვაწვდით მარტივ, გასაგებ პროდუქტს“, - აცხადებს ხოდელი.

 

 

„ლიბერთის“ გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ წარმოდგენილი „ახალი“ ბარათი არის რეგიონში უნიკალური, ყველაზე მარტივი და გასაგები პროდუქტი. ყველაზე სარგებლიანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჭკვიანურად ხარჯავენ ფულს. „ჭკვიანი მხარჯველი ამ ბარათის გამოყენებით დიდ სარგებელს მიიღებს“, - ამბობს ხოდელი და აზუსტებს, თუ რა იგულისხმება ჭკვიან მხარჯველში. მისი ინფორმაცით, აღნიშნული ბარათით გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკის ტერმინალზე, რის შემდეგაც ბარათის მფლობელი მიიღებს „ქეშბექს“, რომელიც 3-5%-ის ფარგლებში მერყეობს.

 

 

„კონკრეტულ პერიოდებში გვექნება სპეციალური აქცია, როდესაც კონკრეტულ კატეგორიაზე, პირობითად, თავის მოვლის საშუალებებზე შესაძლებელი იქნება განსხვავებული „ქეშბექის“ მიღება. ამას უკვე მომხმარებელი აირჩევს, რომელიც ასევე შეძლებს კატეგორიის ცვლილება ჩვენი მობილური ბანკიდანაც განახორციელოს“,- აღნიშნავს ხოდელი.

 

 

მისივე ინფორმაცით, „ახალი“ ბარათის უფასოდ მიღება შესაძლებელია ლიბერთის ფილიალებსა და სერვისცენტრებში, ასევე ინტერნეტბანკით - ლიბერთის მომხმარებლისთვის.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი