ნიკა მელია: ვიდრე არ დავინახავთ, რომ სააკაშვილი არის საავადმყოფოში, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ
19-11-2021, 16:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიდრე არ დავინახავთ, რომ სააკაშვილი არის საავადმყოფოში, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

მან აღნიშნა, რომ „მეგობრები არიან შესულები მიხეილ სააკაშვილთან, უნდა დაველოდოთ მის პასუხს და დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი“.

 


„მე აქ დღეს კონკრეტული გეგმით მოვედი. გეგმა, რომელიც იქნებოდა სისრულეში მოყვანილი უმწვავესი ფორმით, მაგრამ არაძალადობრივი. გზაში დაგვაწიეს ცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ გორის ჰოსპიტალში. მათ გორის ჰოსპიტალში გადაყვანა რომ სდომოდათ, რუსთავის ციხიდან გლდანში კი არ გადაიყვანდნენ, სადაც არანაირი ელემენტარული სამკურნალო შესაძლებლობებიც კი არ არსებობდა და ეს დაამტკიცა სამმა განსხვავებულმა კონსილიუმმა მედიცინის მუშაკებით დაკომპლექტებულმა. თქვენმა არაძალადობრივმა ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ საერთშორისო საზოგადოება პრაქტიკულად აკეთებს მხარდასაჭერ განცხადებებს როგორც მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არამედ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ. დიახაც, რომ არა ეს არაძალადობრივი ბრძოლა, მერწმუნეთ, არც ერთი განცხადება არ გაკეთდებოდა.

 

 

„ქართულ ოცნებას“ უნდოდა, ჩავეთრიეთ ძალადობრივ პროცესებში. მაშინ, როდესაც მთელს მსოფლიოში და ადგილობრივი საზოგადოების თვალშიც თავი აქვს მოჭრილი „ქართულ ოცნებას“, მთელი მორალური უპირატესობა არის საზოგადოების მხარეს და ოლიგარქს აღარანაირი უპირატესობა აღარ დარჩა, გარდა თოფიანი ადამიანებისა. ისინი ეძებდნენ არგუმენტს, საბაბს, როგორ გამოეყენებინათ ძალა და როგორმე ჩაეხშოთ პროტესტი, უმძიმეს პირობებში ემყოფებინათ ამ ყველაფრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი იქ, სადაც ჰყავთ დატყვევებული“, – განაცხადა ნიკა მელიამ და დაამატა, რომ ახლა ყველა უნდა დაელოდოს მიხეილ სააკაშვილის პასუხს.

 

 

„მადლობა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი და ძალიან მტკივნეული დღეები ძალიან სწორად გავიარეთ და არ მივეცით ამ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, მოგონილი საქმეებით სისხლი დაეღვარათ და მერე ეთქვათ, სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ, ჩაეხშოთ ყველა პროტესტი, რაც შესაძლებელი იქნებოდა გამართულიყო თბილისის ქუჩებში და რომ აეკრძალათ მერე ყველა დეპუტატისთვის, რომელსაც შეუშვებდნენ და მთლიანად დაუცველი გვეყოლებოდა მიხეილ სააკაშვილი, ეს ყველაფერი სამჯერ ავიცილეთ. შედეგად დღეს ვაიძულეთ რეჟიმი და ხელისუფლება, გაეკეთებინათ ის განცხადება, რომელიც გააკეთა. ისიც იცოდნენ ძალიან კარგად, რაღაცნაირად თუ გაჟონავდა, რას ვაპირებდით დღეს, ესეც არაძალადობრივი იქნებოდა, მაგრამ ბევრად მწვავე, ისეთი, რომელიც გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, 33 წელია, ამ ქვეყანას არ უნახავს. ამ გეგმით ვიყავით დღეს წარმოდგენილი. 33 წლის განმავლობაში, ის, რასაც ჩვენ დღეს გავაკეთებდით, არ უნახავს ქვეყანას, არაძალადობრივი პროტესტი, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობდა.

 

 

ჩვენი მეგობრები არიან შესულები მიხეილ სააკაშვილთან, უნდა დაველოდოთ მის პასუხს და დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი. მისი სიცოცხლე რომ ძვირფასია, ეს ყველაზე კარგად მან იცის. მისი სიცოცხლე რომ დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს სტაბილურობასთან, ესეც ძალიან კარგად იცის. მე ზუსტად ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, უნდა დაველოდოთ. ჩვენ ამ ხელისუფლებას არ ვენდობით, ვიდრე ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ, დავრწმუნდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, სხვა გეგმებზე ვისაუბროთ. მე ძალიან მყარად მწამს, რომ ვიდრე არ გადაიყვანენ და არ დავინახავთ, რომ ადამიანი არის საავადმყოფოში, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ“, – განაცხადა ნიკა მელიამ, როგორც ამას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი