ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა და განაცხადა, რომ ელოდება ექიმს, რადგან შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვანია
19-11-2021, 17:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა და ამის საფუძვლად მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება დაასახელა.

 


მან ბრიფინგზე თქვა, რომ ელოდება ექიმს, რადგან შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვანია.

 


„ჩემი ამ რადიკალური ზომის, შიმშილობის აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, ჩემი პოზიცია იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. ჩემი მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმთელობის და ღირსების უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ მივედით იმ მძიმე მდომარეობამდე, როდესაც მის სიცოცხლეს უკვე მიადგა დიდი დარტყმა, რისკი, მის ჯანმრთელობას მიადგა დარტყმა. ჩვენ დროულად არ მოვისმინეთ პროფესიონალი ექიმების პოზიცია და აღმოვჩნდით ძალიან მძიმე ვითარებაში. მე რა თქმა უნდა, შიმშილობის დაწყებამდე მქონდა კონსულტაციები, თუ რა შეიძლება, ყოფილიყო გამოსავალი ამ ვითარებიდან და ეს ჩემი პოზიცია იყო დაფუძნებული ექსპერტებთან, ჩემს კოლეგებთან საუბარს.

 

 

გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის თვალსაზრისით მკურნალობის. ამიტომ ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები, ფრთხილები ამ ვითარებაში, როდესაც არის ძალიან დიდი საზოგადოებრივი მღელვარება და როდესაც ადამიანის სიცოცხლე არის სასწორზე. სამწუხაროდ, ეკა ხერხეულიძეს არ მიეცა საშუალება, რომ შესულიყო და სწრაფად გამოეტანა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის პოზიციის შესახებ. ერთადერთი, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის გადაყვანის პროცესთან დაკავშირებით, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა, რომ ის უნდა იყოს გადაყვანილი ადვოკატთან ერთად და უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი, უნდა იყოს მშვიდობიანი პროცესი. მე მოვისმინე ჩემი კოლეგების, არც მეპარებოდა ეჭვი, რომ არანაირი არამშვიდობიანი მოქმედებები არ იქნება გადაყვანის პროცესში. ამიტომ როგორც ვთქვი, გორში გადაყვანა, როგორც გადაწყვეტილება, ეს არის ამ უკიდურესი კრიზისის ფონზე გამოსავალი და ჩემი შიმშილობის შეწყვეტის. ასევე ველოდები და ვიბრძოლებ, გავაგრძელებ ბრძოლას, რომ ეს პროცესი დასრულდეს ბოლომდე, ის იყოს გორში უსაფრთხოდ და გაგრძელდება ბევრი პოლიტიკური ბრძოლა. მე ახლა ველოდები ექიმს. რეაბილიტაციის პროცესი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი და ველოდები ექიმს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი