ეკატერინე ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილი ითხოვს ნიკა გვარამიასა და უკრაინის კონსულის მისვლას, რათა მისი გადაყვანა მათთან შეთანხმებით მოხდეს
19-11-2021, 17:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ეკატერინე ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მე-18 დაწესებულების ადმინისტრაციას მოთხოვა, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მივიდნენ დაწესებულებაში, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა.

 


„ნიკა გზაშია, უკრაინის კონსულზე ვერაფერს გეტყვით, შეტყობინებას გადასცემდნენ, იმედია, მალე მოვლენ და ჩვენი შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება იმაზე, რომ მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ ადამიანმა დროზე შეწყვიტოს შიმშილობა“, – განაცხადა ხერხეულიძემ და დაამატა, რომ ციხის ადმინისტრაცია მისი შენობაში შესვლას ხელოვნურად აყოვნებდა.

 


„მოგეხსენებათ, ჩემი აქ მოსვლის მიზეზი იყო მიხეილ სააკაშვილის მონახულება. მაქვს საშვი, მაქვს PCR ტესტი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ აქ შევიდე. ჩემი მხრიდან არანაირი ბარიერი არ არსებობს, რომ დამაყოვნონ. მთავარი მცდელობა ჩემი დღეს შესვლის იყო შემდეგი, იცით, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომელიც აქამდე არაერთგზის გავავრცელე. მას შემდეგ, რაც ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის დროს მას მოატყუეს და გაიტაცეს რუსთავიდან, გადმოიყვანეს გლდანში, უკვე არსებობს დიდი უნდობლობა, რის საფუძველზეც მხოლოდ და მხოლოდ ექიმების, ადმინისტრაციის შეთავაზებით, ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების მიღებას. მისი მოთხოვნა გახლავთ შემდეგი, თუკი ასეთი ფაქტის წინაშე დავდგებით, თუ შესაცვლელი გახდება ლოკაცია, მას უნდა ესწრებოდეს მისი პირადი ადვოკატები, პირადი ექიმი, ან ჩვენგან წარმომადგენელი. მე ვარ აქ მოსული, რათა დღევანდელი შეთავაზება, რაც ხელისუფლებისგან მოვისმინეთ, საერთოდ უმნიშვნელოა, როგორი პოზიცია მაქვს მე ამასთან დაკავშირებით, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მან დაუყოვნებლივ მიიღოს შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება, რა გარემოებაც შეუწყობს ამას ხელს, შევეცდები ჩემი პოზიცია გავუზიარო და დავარწმუნო ამაში. ეს ადამიანი იბრძვის, უკვე 50-ე დღეა უთანასწორო ბრძოლაში და მისი ბრძოლა იმსახურებს იმას, რომ მისი პოზიცია ვიცოდეთ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი