„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადასვლასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ აქვს.
„მიხეილ სააკაშვილის შიმშილობით გამოხატულ პროტესტს შეუერთდა ძალიან ბევრი ადამიანი. ის ძალიან განიცდის ამ ადამიანების მდგომარეობას, განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას მდგომარეობას, რომლსაც მე-17 დღეა, შიმშილობს და რთულად აქვს უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქედან გამომდინარე, ითვალისწინებს ამ პოზიციას. თავისთავად სურს მას, რომ დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, რომელიც გარეთ დგას ახლა და ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ეს არ არის მისი არჩევანი. არც გორი და არც ერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და იგი გააგრძელებს ბრძოლას, მაგრამ ის, რაც ყველას დღეს გვაღელვებს, გვაღელვებს ის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მან შეწყვიტოს შიმშილობა. მას აქვს ასეთი დამოკიდებულება – ერთადერთი რამ, რაც შეიძლება ამ ეტაპზე იყოს შემაფერხებელი ამ ღონისძიების გასატარებლად არის შემდეგი. მას აქვს ერთი პირობა, რის გამოც დაიბარა უკრაინის კონსული და პირადი ადვოკატი, ნიკა გვარამია. მათთან ერთად გაივლიან ამ ტექნიკურ დეტალს. კიდევ გეუბნებით, რომ მას წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით, არა იმიტომ, რომ მოხარულია ამ ლოკაციით. მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ახლა სად გადაიყვანენ, მისთვის მნიშვნელობა აქვს, ბრძოლა როგორ გაგრძელდება ამ ქვეყანაში. ამიტომ, ის ტექნიკური დეტალი, რომელიც ამ ეტაპზე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აი ამ წუთებში წყდება იქ და თავისთავად დაველოდოთ ნიკას გამოსვლას და ის საბოლოოდ გეტყვით“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.