საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გაეწევა ყველა ის საჭირო და დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც ექიმების დანიშნულებით არის მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალთან განუცხადა და დაამატა, რომ სააკაშვილმა დადო პირობა, რომ „ამ ნიშნით შეწყვეტს შიმშილობას და შესაბამისად, ის შიმშილობების კასკადი, რომელიც ბოლო პერიოდში გვქონდა, შეწყდება“.
„პირველ რიგში, ექიმებს, რომლებიც მუდმივ რეჟიმში მეთვალყურეობას უწევდნენ პაციენტს, მინდა, მადლობა გადავუხადო. ყველა იმ ექიმს, ვინც მონაწილეობდა შექმნილ კონსილიუმებში, მათი როლი იყო ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ ექიმს, ვინც უშუალოდ იყო ჩართული მკურნალობის პროცესში, მათ ნამდვილად აიღეს მაღალი პასუხისმგებლობა, მაღალი პროფესიონალიზმი და განვლეს ძალიან რთული გზა, რადგან ისინი იყვნენ ბულინგის მსხვერპლი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაითვალისწინოს, ექიმის პროფესია არის ძალიან რთული პროფესია, ჩვენ არ ვარჩევთ პაციენტს და ყოველთვის ვიღებთ გადაწყვეტილებას პაციენტის სასარგებლოდ. მნიშვნელოვანია, ექიმის ხელშეუხებლობა იყოს დაცული და ეს ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს სამომავლოდაც“, თქვა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს როგორც რუსთავის, ისე მე-18 დაწესებულებაში უტარდებოდა ყველა ის ღონისძიება, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ესაჭიროებოდა და არ იყო საჭირო ის მღელვარება, რომელიც საზოგადოებაში მუდმივად ისმოდა.
„ბოლო პერიოდში ქვეყანაში მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, რომელიც იყო დაუშვებელი და მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით, ყველა მოშიმშილისთვის მიგვექცია მაქსიმალური ყურადღება, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა ძალიან ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იცით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მესამე პრეზიდენტი გადმოყვანილი იყოს გორის ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწევა ყველა ის საჭირო, დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც ექიმების დანიშნულებით არის მიღებული, როგორც რეკომენდაცია. მან დადო პირობა, რომ ამ ნიშნით შეწყვეტს შიმშილობას და შესაბამისად, ის შიმშილობების კასკადი, რომელიც გვქონდა, შეწყდება ქვეყანაში. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდგომშიც საზოგადოება და პოლიტიკოსები გამოიჩენენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და ჩვენ თავს ავარიდებთ ნებისმიერ საპროტესტო აქციებს და შევძლებთ, დავიწყოთ კონსტრუქციული დიალოგი“, განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.