იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, „რუსთავი-2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ქართულ კანონს აღარ იცნობს.
"თავს უფლებას მივცემ, განვუმარტო ნიკა გვარამიას ქართული კანონი - საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, ნოტარიუსთან მინდობილობის გაფორმება არის ცალმხრივი ნების გამოხატულება, რომ ესა და ეს პირი, ენდობა ამა და ამ პირს და სთხოვს ნოტარიუსს, რომ დაამოწმოს ამ ნების ნამდვილობა. როგორც ჩანს, ორი ადამიანი - ტელეკომპანიის დროებითი მმართველები გამოცხადდნენ ნოტარიუსთან და უთხრეს, რომ მათ აქვთ ნება იმის შესახებ, რომ ისინი ენდობიან ბატონ უდუმაშვილს.
მათ სთხოვეს ნოტარიუსს, რომ კანონით დადგენილი წესით, ამ ნების ნამდვილობა დაედასტურებინა. ნოტარიუსს არ ევალება ეძიოს მინდობილი პირის, ამ შემთხვევაში ბატონი უდუმაშვილის თანხმობა. ეს ასეა კანონით და ვერ შეიცვლება. ამიტომ ნოტარიუსს დღეს კანონი არ დაურღვევია.
რაც შეეხება საჯარო რეესტრს, გაგიკვირდებათ, მაგრამ არაფერი საჯარო რეესტრში დღეს ამ საკითხზე არ შემოსულა. ამიტომ დამნაშავეზე საუბარი, სახელმწიფო ინსტიტუტების ლანძღვა, კანონის დავიწყება, რომელიც ბატონმა ნიკა გვარამიამ უნივერსიტეტშიც ისწავლა და მერე პრაქტიკაში იყენებდა, ნიშნავს იმას, რომ ის არის უბრალოდ პანიკაში და ისტერიკაში. ჩვენ მზად ვართ, ნოტარიუსთა პალატაშიც, საჯარო რეესტრშიც, რომ ბატონ გვარამიას იურიდიული კონსულტაცია გავუწიოთ ქართული კანონების შესახებ. რეესტრში არ შემოსულა არანაირი ინფორმაცია "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით, რატომ გაავრცელა მან ესეთი ინფორმაცია, თავად მას უნდა ჰკითხოთ. ამგვარი მინდობილობები საერთოდ არ შემოდის საჯარო რეესტრში, აქედან გამომდინარე, რაც არ შემოსულა, იმაზე რატომ საუბრობენ, ვერ გეტყვით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.