მამუკა მდინარაძე: მიუხედავად იმისა, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი 50 დღეა შიმშილობს, ელენე ხოშტარია გაცილებით ცოტა დროა, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო მძიმე იყო, ვიდრე სააკაშვილის
19-11-2021, 20:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი 50 დღეა შიმშილობს, ელენე ხოშტარია გაცილებით ცოტა დროა, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო მძიმე იყო, ვიდრე სააკაშვილის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა და დაამატა, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ერთ-ერთი დომინანტური იყო.

 


„ელენე ხოშტარიას ფაქტორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ისე გამოვიდა, რომ ელენე ხოშტარია და სხვა მოშიმშილეებიც ამ მოცემულობაში თანამზრახველებმა გაწირეს, მაგრამ ისინი ჩვენ და სახელმწიფომ არ გავწირეთ. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი 50 დღეა შიმშილობს, ელენე ხოშტარია გაცილებით ცოტა დროა, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო მძიმე იყო, ვიდრე სააკაშვილის. შეიძლება, სუბიექტური ვიყო და ვცდებოდე კიდეც, მაგრამ არ მგონია, ვცდებოდე, სახელმწიფო დაეხმარა თავად სააკაშვილს გადაწყვეტილების მიღებაში, შეესრულებინა დაჟინებული მოწოდება სტრასბურგის სასამართლოსი. ალბათ, მსოფლიო ისტორიაში პრეცედენტი არ გახსენდებათ, როცა სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა ადამიანს კონკრეტული მოქმედების შესრულებისკენ და ამ კონკრეტულმა ადამიანმა პირობა დაადო სტრასბურგის მოწოდების შესრულებას.

 

 

მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის ლიდერები ელენე ხოშტარიას სიცოცხლეს არ გაუფრთხილდნენ და ჩვენ ამას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ – მათ გაწირეს, ჩვენ არ და ვერ გავწირეთ. პრიორიტეტად გვაქვს ჰუმანურობა, დემოკრატიული პრინციპები, უსაფრთხოება, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ექიმებთანაც ბევრი კონსულტაცია გავიარე. ოჯახშიც ბევრი მყავს ექიმი და შეიძლება არ მქონდეს შესაბამისი ცოდნა, მაგრამ ელემენტარულ დონეზე რასაც ვისმენდი, თავისუფლად შეიძლებოდა ციხეშივე შეეწყვიტა პატიმარ სააკაშვილს შიმშილობა და თავისუფლად შეიძლებოდა მართვა. ვინაიდან მას უჭირდა სტრასბურგის მოწოდების შესრულება და უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებდა ოპოზიციის ლიდერებს, განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას, ჩვენ დავეხმარეთ ამ გადაწყვეტილების მიღებაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი