ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 34 361 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 776 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 585 PCR ტესტით.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 812 246-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.01%.
• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 772 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 749 699.
• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 498 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 415 შემთხვევა, აჭარა - 106, იმერეთი - 621, ქვემო ქართლი - 173, შიდა ქართლი - 242, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი -260, კახეთი - 253, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 83, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -24.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 023 საიდანაც:
• 6 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 568, აჭარაში - 561, იმერეთში - 1 412.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 667 პირი, მათ შორის, თბილისში - 660, აჭარაში - 124, იმერეთში - 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 46, იმერეთში - 37.
• 1 157 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 766 - თბილისში, 227 - აჭარაში.
• 43 261 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 0.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 20 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 152 ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.