ვაქცინაციის პროცესი მიუხედავად მრავალი ღონისძიებისა იმ ტემპით ვერ მიმდინარეობს, რაც გვინდა და გვჭირდება. წახალისების გამოცხადების შემდეგ ცოტა მოიმატა, კვირის სამუშაო დღეებში გვაქვს შვიდი ათასი და ოდნავ მეტი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ და დაამატა, რომ მას შემდეგ, რაც წახალისების მექანიზმი ამუშავდა და 60 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს ვაქცინისთვის 200 ლარი ეძლევათ, ამ ასაკის მოსახლეობის აცრებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი გაოთხმაგდა.
„მიუხედავად ამდენი საუბრისა, მოწოდებისა პირბადის მაჩვენებელი 37 პროცენტია, რომ დავდივარ ახლა რაიონებში, სოფლებში, თბილისში, სამწუხაროდ, პირბადის მაჩვენებელი მაინც დაბალია, არის 37 პროცენტი, როცა გვინდა, რომ იყოს 80-90 პროცენტი. პირბადე ვაქცინის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი დამცავი იარაღია. ზღვარზე მუშაობს ჯანდაცვის სისტემა, 52 000-ია დღეს აქტიური პაციენტია ქვეყანაში, აქედან 6 000-მდე არის სტაციონარებში. ძალიან მაღალ დატვირთვაზე მუშაობს ჯანდაცვის სისტემა. დღევანდელი გარდაცვალების რიცხვია არის 76, რაც ძალიან ტრაგიკულია. ამ შემთხვევების პრევენციის ერთდერთი იარაღი არის ვაქცინაცია. ვაქცინაციის მოცვა გვაქვს 34.3, რაც ძალიან დაბალია. სულ მცირე 60 პროცენტი უნდა გვქონდეს, რომ ვისაუბროთ ოდნავ გარდატეხის შეტანაში ეპიდსიტუაციაში. მიუხედავად ამდენი საუბრისა, დამყოლობა ძალიან დაბალია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.