“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანდრო ბარნოვი პარტიას ტოვებს. როგორც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, ის არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძვნებს.
“ნაციონალურ მოძრაობაში 2013 წლის 12 იანვარს მივედი – როდესაც ნაციონალური მოძრაობა, იმ დროს ერთადერთი პროდასავლური პარტია, არჩევნებში დამარცხებული, რუსული პროპაგანდის განწირული მსხვერპლი იყო; როდესაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მასში კეთროვანს ხედავდა, ახალი ხელისუფლება კი განადგურებით ემუქრებოდა. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემი პოლიტიკური კარიერის ყველაზე სწორი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მთელი ჩემი დრო და ენერგია, როგორც 2012 წლის არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ, მიმართული იყო იქით, რომ გაძლიერებულიყო სამოქალაქო საზოგადოება, გაძლიერებულიყო სახელმწიფო, საქართველოში გაძლიერებულიყო დასავლური კულტურა და ამოძირკვულიყო რუსეთის დამღუპველი გავლენა ჩვენს საზოგადოებაზე.
მიმაჩნია, რომ ამ მიზნების მისაღწევად მართლაც მოვახერხე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, თუმცა, ისიც ცხადია, რომ წინ კვლავაც დიდი გზა გვიდევს. დღეს სიტუაცია პარტიულ დაპირისპირებებში ჩაიკეტა. არადა, ბრძოლის ველი გაცილებით ვრცელია. საქართველოს მომავლის თვალსაზრისით, მხარე ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტია. აქ მხარეა ჩვენი საზოგადოება, ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც სწამს მომავლის და ხელში არ შეჰყურებს რომელიმე ბატონს. სხვადასხვა რთული თუ მარტივი მიზეზის გამო, ამ ხედვის დამკვიდრებას პოლიტიკური პარტიები ვერ უზრუნველყოფენ. საჭიროა საზოგადოებასთან პირისპირ მუშაობა, საჭიროა პირუთვნელი საზოგადოებრივი მოღვაწეობა – ყოველგვარი პარტიული ინტერესისა და პარტიული მიზნების გარეშე. მე ვტოვებ პარტიას და მის პოლიტიკურ საბჭოს, ვაფუძნებ ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას და სწორედ ამ რანგში გავაგრძელებ მოღვაწეობას. დეტალებს მალე მოვახსენებ საზოგადოებას”- წერს ანდრო ბარნოვი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.