ირაკლი ღარიბაშვილი: 2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი
22-11-2021, 13:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირველი 9 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს, რაც უპრეცენდენტო ზრდაა მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით.

 

 

„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არის ძალიან დამაიმედებელი. ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. 2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს იქნება 5500 დოლარი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. შეგახსენებთ, რომ პირველი 9 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს, რაც უპრეცენდენტო ზრდაა მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რეგიონის და ევროპის ქვეყნების მასშტაბით. ჩვენ ასევე მოვამზადეთ ახალი პროგრამები, სოფლის მეურნეობაში გვაქვს სერიოზული ამბიციური გეგმები და პროგრამები. ნაწილი უკვე დავიწყეთ და იანვრიდან გავაფართოებთ ამ მასშტაბებს“, - განაცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნის, წარმოების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის მიმართულებებით და საზოგადოებას ახალი ინიციატივები უახლოეს მომავალში წარედგინება.

 

 

„გარდა ამისა, უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოვალ ინიციატივებით აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნის, წარმოების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის მიმართულებებით და წარმოგიდგენთ მასშტაბურ პროექტებს და ინიციატივებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება - ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა და ამ სამი ძირითადი იდეის გარშემო უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი