დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე, ექიმები და პაციენტი ვართ კმაყოფილები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
„დღეს კალორაჟი და კვება მცირედით იყო გაფართოებული. თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. სტაბილურია მისი მდგომარეობა. ჩივილები არ ჰქონდა. მაინც გავუკეთეთ ექოკარდიოგრაფია. ყველა ანალიზი კეთდება ყოველ დღე. შიმშილის მარკერები ნორმალურია. ნელ-ნელა ვილის მოწესრიგებაც დაიწყო. ამასობაში გარკვეული მიკროელემენტების, ვიტამინების დოზას უკვე ვამცირებთ. ხვალიდან გადავდივართ დაკვირვების სტადიაში. ნელ-ნელა გავაფართოვებთ კალორაჟს, შევიყვანოთ სხვადასხვა პროდუქტებს. ეს გაგრძელდება ალბათ ორშაბათამდე. შემდეგ ინიშნება უკვე სხვა კვება. სააკაშვილი თავს გრძნობს უკეთესად. ნურავის გაგვიკვირდება, რომ სისუსტე რჩება. თუმცა არაა ისეთი, როგორიც იყო შაბათს რომ ვნახე. 50 დღე ადამიანი როცა შიმშილობს, არავის გაუკვირდება, ფეხბურთს რომ ვერ ითამაშებს. ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, ყოველდღე მოგაწვდით ინფორმაციას“,- განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, ჰოსპიტალში ექიმების შესვლა პაციენტის თანხმობით ხდება.
„თითოეული ჩვენი შესვლა ხდება პაციენტის თანხმობით. პაციენტი ირჩევს და გვაძლევს თანხმობას, ვინ და როდის იმუშავებს. პაციენტს ჰყავს ფსიქიატრი, რომელიც პირველი დღიდან აკონტროლებდა. როგორც კი პაციენტისგან გვექნება თანხმობა, ეგრევე იქნება გამოძახებული. ხვალ ჩამოვა მთელი კონსილიუმი. ისინი შეაფასებენ თავის სისტემებს. აქ კიდე ბევრი ექიმი გვეხმარება და ყველა აკვირდება თავის დარგს“,- განაცხადა ელენე გიორგაძემ, როგორც ამას პირველი არხი იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.