გიორგი ვოლსკი: ვარდი შეიცვალა ცოცხით, წამებით და ყავარჯნიანი კაცი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო
23-11-2021, 16:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ის სისხლის სამართლის კანონმდებლობა რომ ყოფილიყო და შეკრებითობის კანონი არ შეგვეცვალა, რაც სააკაშვილს ჰქონდა, მას გაცილებით მეტი სასჯელი ექნებოდა, მოსახდელი, 30 წელზე მეტი ექნებოდა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „ვარდების რევოლუციის“ შეფასებისას.

 


მის თქმით, „ვარდების რევოლუციის“ ვარდები შეიცვალა ცოცხით და ყავარჯნიანი კაცი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო.

 


„საზოგადოება დაიღალა 2004 წლამდე რეალობით, როცა ფაქტობრივად, ქვეყნის განვითარების პროცესი შეყოვნებული იყო და ისეთმა სისტემამ დაისადგურა, როცა ადამიანს არანაირი საშუალება არ ჰქონდა, საკუთარი თავი განევითარებინა; საზოგადოებას იმედი ჰქონოდა, ქვეყანა წინ წავიდოდა. ამ ვითარებაში, გარკვეული პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ და მათ სათავეში მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა.

 


„ვარდების რევოლუციას“ ხალხმა მხარი დაუჭირა, მაგრამ ძალიან მალე „ვარდების რევოლუცია“ და ვარდები შეიცვალა ისეთი პოლიტიკური პოზიციით, რომელიც დაუპირისპირდა ადამიანების უფლებებს და ვარდი შეიცვალა პოლიციის ხელჯოხით თუ არა, ცოცხით, წამებით, ყავარჯნიანი კაცი, მწამებელი გახდა სიმბოლო ამ პოლიტიკური ძალის. ეს სამწუხარო ამბავია, თუმცა ეს არის ფაქტი.

 


მიხეილ სააკაშვილმა დააშავა, მისი დანაშაულებები თვალსაჩინოა, დანაშაულებს ვერავინ უარყოფს. ის სისხლის სამართლის კანონმდებლობა რომ ყოფილიყო და შეკრებითობის კანონი არ შეგვეცვალა, რაც სააკაშვილს ჰქონდა, მას გაცილებით მეტი სასჯელი ექნებოდა, მოსახდელი, 30 წელზე მეტი ექნებოდა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი