ირაკლი ღარიბაშვილი: კატასტროფული მდგომარეობაა ახალგაზრდებში და ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ
24-11-2021, 09:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არსებული ლიბერალური ნარკოპოლიტიკა მავნებლურია ჩვენი საზოგადოებისთვის, პრაქტიკამ და შედეგებმა გვაჩვენა, რომ კატასტროფული მდგომარეობაა ახალგაზრდებში და ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, ნარკოპოლიტიკის გადახედვის ფარგლებში რელიზაცია გამკაცრდება.

 

 

“მიმდინარე ლიბერალური ნარკოპოლიტიკა არის აბსოლუტურად მავნებლური და ჩვენი საზოგადოებისთვის, შვილებისთვის, მოქალაქეებისთვის დამაზიანებელი. მე ზოგადად ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ იმიტომ, რომ პრაქტიკამ და შედეგებმა გვაჩვენა, რომ კატასტროფული მდგომარეობაა, ახალგაზრდებში მით უმეტეს. ერთის მხრივ რომ წარმოვიდგინოთ განზოგადებულად, შეიძლება უტრირებას ვახდენ, მაგრამ მოსახლეობას რომ ავუხსნათ ძალიან მარტივად:კაცი არის სოციალურად დაუცველი, ღებულობს ყოველთვიურად დახმარებას, ამ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი მიდის, ხარჯავს, კარგავს და ჩუქნის ვიღაცა ონლაინ კაზინოს და მესამე, ნარკოტიკების მომხმარებელია. პირობითად ვიძახი, განზოგადებულ შემთხვევას ვამბობ, რომლის არაერთი მაგალითი მსმენია. ეს რა თქმა უნდა ტრაგედიაა და ამას სასწრაფოდ რეალური ქმედება, ჩარევა სჭირდება. ფსიქოტროპული მედიკამენტები და ტაბლეტები, რომელსაც მოიხმარენ მათ შორის ახალგაზრდები,ეს უნდა შეჩერდეს, შეწყდეს. ამ მიზნით მე გუშინ მთავრობის სხდომაზეც ღიად განვაცხადე, მაქსიმალურად გავამკაცრებთ კონტროლს. თქვენ მკითხეთ, როგორ გადაიხედება ნარკოპოლიტიკაო-ამ გადახედვის ფარგლებში რა თქმა უნდა, გამკაცრდება რეალიზაცია. აი ამ აფთიაქებს, რომლებიც ურეცეპტოდ, უნებართვოდ გასცემენ, უპასუხისმგებლოდ იქცევიან და გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ჩვენი ახალგაზრდების დაღუპვაში იღებენ მონაწილეობას, ეს უნდა შეჩერდეს. ამას სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა სჭირდება, როცა შენ უყურებ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არასწორედ მიდის, მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ მოახდინოს რეაგირება და დაეხმაროს საკუთარ მოსახლეობას. ამავდროულად, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს შრომა უნდა დავაწყებინოთ და მათი რეალური უნარები და რესურსი განვითარებისკენ და აღმშენებლობისკენ უნდა მივმართოთ და არა რაღაც გაუგებარი არაპროდუქტიული საქმიანობისკენ. კონკრეტიკაზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ზოგადად მე ვფიქრობ, რომ რეაბილიტაციის ყველაზე კარგი გამოსავალია სპორტი, მუშაობა, დასაქმება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი