ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში წუხელ გვიან ღამით შეყვანილი დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
როგორც „მთავარი არხი“ იუწყება, თბილისში, ნასვამ პირებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რაც მსხვერპლით დასრულდა.
კაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.