საქართველოს ყველა შანსი აქვს, 2016 წელს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მიიღოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე ანდრეი მამიკინსმა აზერბაიჯანულ სააგენტო "ტრენდთან" საუბარში განაცხადა.
"წლის ბოლომდე ველოდებით ევროპული კომისიის ძალიან დადებით ანგარიშს. 99%-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უვიზო რეჟიმი უკვე მომავალ წელს დაწესდება", - განაცხადა მამიკინმა.
მისი თქმით, შარშან საქართველომ, მოლდოვასგან განსხვავებით, უვიზო რეჟიმი ვერ მიიღო, რაც "გარკვეული უსამართლობა" იყო. მისი მოსაზრებით, მოლდოვას სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება რუმინული ლობის ძლიერი გავლენით იყო განპირობებული.
მამიკინმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სამ ახალ ასოცირებულ წევრს შორის, საქართველო, კანონების ჰარმონიზაციისა და ევროკავშირის პროექტების განხორციეელბის კუთხით აბსოლიტური ლიდერია.
"ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის უვიზო რეჟიმის მიღება. ამას სიმბოლური მნიშვნელობა უფრო აქვს, ვიდრე პოლიტიკური", - აღნიშნა მამიკინმა.
მისივე მოსაზრებით, საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად კარგად მოემზადა, ამიტომ ევროპული კომისიის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმი დაწესდება, რის პროცედურაც "საკმაოდ მარტივი" იქნება.
"შესაძლოა ჩატარდეს სიმბოლური კენჭისყრა ევროპარლამენტში. თუმცა, რთული არ არის იმის პროგნოზირება, რომ დეპუტატების უმრავლესობა ამას მხარს დაუჭერს. მთავარი გადაწყვეტილება ევროპულმა პარლამენტმა 1 წლის წინ მიიღო, როცა საქართველოს ასოცირებულ წევრობას დაუჭირა მხარი. ამიტომ, გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ ტექნიკური ხასიათისაა", - განაცხადა მამიკინსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.