ლიბერთის მხარდაჭერით რუსთავში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა
24-11-2021, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით რუსთავში, „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ წევრებთან ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართა.

 


პანდემიის დამარცხების საქმეში ვაქცინაციის როლზე რუსთავის 60+ კლუბის წარმომადგენლებს ინფორმაცია გააცნო მედიცინის დოქტორმა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა მაია გოთუამ.

 


ცნობილმა ფოტოგრაფმა ნათელა გრიგალაშვილმა კი 60+ კლუბის წევრებს საკუთარი ნამუშევრები წარუდგინა.

 


ლიბერთი არაერთ პროექტს ახორციელებს უფროსი თაობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. მათ შორის არის გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივა „60+ კლუბები“ , რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

 


„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი ასაკის ადამინებისთვის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

 


ლიბერთის სტრატეგიისა და ღირებულებების ნაწილია სოციალური პასუხისმგებლობა, ადამიანებზე ზრუნვა, მათთან მარტივი ურთიერთობა და ყველასთვის ხელმისაწვდომობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი