გიორგი ღიბრაძე განმარტავს თუ ვის ენიჭება მწვანე სტატუსი და სად იქნება საჭირო მწვანე სტატუსის წარდგენა
24-11-2021, 14:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის; გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე, - ამის შეახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, მწვანე სტატუსი ენიჭება ასევე პირს, თუ მას აქვს გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.

 

 

„კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის; გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად. ასევე თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

 

 

მან განმარტა, თუ სად იქნება საჭირო მწვანე სტატუსის წარდგენა. 

 

 

„სად გვჭირდება მწვანე სტატუსის წარდგენა - ეს არის რესტორნები, კაფეები, ბარები, ღია და დახურული სივრცე. ეს არის კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები, სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები, სასტუმროები და სამთო კურორტების საბაგირო გზები“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

 

 

ამასთან, როგორც ღიბრაძემ თქვა, საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოსვლისას PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი