ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარე, მადლენ ოლბრაიტი საქართველოს პრეზიდენტს მადლობის წერილს უგზავნის. ოლბრაიტი თავის წერილში, განსაკუთრებული ხაზგასმით მიუთითებს პრეზიდენტის დამოკიდებულებაზე დემოკრატიისადმი და მომავალში მასთან თანამშრომლობის იმედსაც გამოთქვამს.
„ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა, როგორც ნიუ-იორკში, ასევე ვაშინგტონში.
თქვენი გამოსვლები ორივე შეხვედრისას, ჩვენთვის შეუფასებელი მნიშვნელობის იყო, საქართველოში არსებული ვითარების გასაცნობად და ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე.
ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა დემოკრატიისადმი.
მსურს მადლობა გადაგიხადოთ მშვენიერი ქართული გულსაბნევის ჩუქებისთვის, რომელსაც მე სიამაყით ვატარებ.
ველი ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებას.
ღრმა პატივისცემით, მადლენ ოლბრაიტი“- აღნიშნულია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარის წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.