ექიმი ელენე გიორგაძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება და პაციენტმა უკვე შეძლო, რომ ხუთი წუთის განმავლობაში გაევლო დერეფანში
24-11-2021, 15:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექიმთა სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება და პაციენტმა გუშინ საღამოს უკვე შეძლო, რომ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში გაევლო დერეფანში.

 


„რამდენი დრო დაგვჭირდება, ნამდვილად არ ვიცით. ყოველდღიურად ამიტომაც მოვდივართ, რომ პირველ რიგში ანალიზებსაც მახვედრებენ, მერე ვაფასებთ მის მდგომარეობას და ისევ ვგეგმავთ საღამოს, მერე დღეს, დილას. ასევე გეტყვით, რომ გუშინ, ამდენი ხნის შიმშილის შემდეგ, ადინამიის შემდეგ, იცით, რომ არ მოძრაობდა, პირველი მცდელობა გვქონდა დილით ჯერ, რომ გაგვევლო დერეფანში. მაშინ ცოტა გაუჭირდა, მაგრამ როგორც მორიგე ექიმმა და თვითონ პაციენტმაც მითხრეს, გუშინ საღამოსვე უკვე შეძლო, რომ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში გაევლო დერეფანში. ნელ-ნელა ამ ფიზიკურ დატვირთვასაც დავუმატებთ, მაგრამ ეს მოხდება ყველაფერი კონტროლის ქვეშ“, - განაცხადა ელენე გიორგაძემ.

 


შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა გართულებები, ექიმმა განაცხადა: „ვერ გეტყვით. ორგანიზმი არის ინდივიდუალური. ამიტომაც, ამ ადამიანსაც ვაწვალებთ, რომ ყოველდღე სისხლს ვუღებთ, რადგანაც ყოველდღე მჭირდება, რომ ვნახო თითოეული მისი მაჩვენებელი. დინამიკა არის დადებითი, ყველა ლაბორატორიული მაჩვენებელი ნელ-ნელა წესრიგდება“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი