საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ლახამულას ოთხთავის რესტავრაცია დასრულდა. ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.
მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულის თემის გადაწყვეტილებით, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში გასული წლის მაისში დაიწყო. სამუშაოები 18 თვეს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ XII საუკუნის ხელნაწერი ისევ სოფელ ლახამულში დაბრუნდა.
ლახამულის ოთხთავის რესტავრაციისა და კონსერვაციის სამუშაოებზე რამდენიმე რესტავრატორი მუშაობდა. ხელნაწერის ყოველ ფურცელს ჩაუტარდა დეზინფექცია, დარბილდა და გაიწმინდა მშრალი და სველი წესით, შეივსო ნაკლული და დაზიანებული ადგილები. პარალელურად მიმდინარეობდა ხელნაწერის სამეცნიერო შესწავლა და ციფრული ასლის დამზადება.
ეტრატზე შესრულებულ ლახამულის ოთხთავს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ოთხთავების გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციის შესწავლისთვის. ამ ხელნაწერს არაერთი მინაწერი ახლავს, რომლებიც უძვირფასეს ცნობებს გვაწვდის ლახამულის ხევის სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და რელიგიური ყოფის შესახებ.
„მესტიის მუნიციპალიტეტის და ლახამულას თემის მოსახლეობის სახელით, მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლებს, გულმოდგინედ და მაღალი პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაოსთვის.
აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით თეა წულუკიანს, სოზარ სუბარს და ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთა უშუალო ჩართულობით მოლაპარაკების პროცესში და ლახალმულას თემის მოსახლეობის მიერ, მათთვის გამოცხადებული ნდობის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ლახამულას ოთხთავის გადარჩენა/
ეს იყო პირველი პრეცენდენტი, როდესაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას და ანდო ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენის საკითხი“, - აცხადებენ მესტიის მერიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.