გერმანიაში ანგელა მერკელის 16-წლიანი ეპოქა სრულდება - ქვეყნის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი იქნება
24-11-2021, 21:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - გერმანიაში ანგელა მერკელის 16-წლიანი ეპოქა სრულდება. მისი შემცვლელი ოლაფ შოლცი იქნება, რომელიც სამი პარტიისგან შემდგარ კოალიციურ მთავრობას ჩაუდგება სათავეში. 26 სექტემბერს გამართულ გერმანიის ფედერალურ არჩევნებში „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიულ ალიანსზე“ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა, თუმცა 735 წევრისაგან შემდგარ პარლამენტში მთავრობის ჩამოსაყილებლად საჭირო ადგილების დაკავებისგან შორს აღმოჩნდა და დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირება დადგა.

 

 

შოლცის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ 206 ადგილი მოიპოვა, მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიულმა ალიანსმა“ – 196, რაც ყველაზე ცუდი შედეგი იყო, რაც ამ ალიანსს მანამდე უჩვენებია. „მწვანეთა პარტიამ“ თავისი არსებობის პერიოდში ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა და მესამე ადგილზე გავიდა - 118 ადგილით, 92 ადგილი კი „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მიიღეს.

 

 

„სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ ერთად კოალიციაში სწორედ „მწვანეთა პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ იქნებიან.

 

 

ახალი კოალიციური შეთახმების მნიშვნელოვანი ნაწილია კლიმატის დაცვა. მთავრობის მიზანი 2030 წლისთვის ნახშირის გამოყენების შემცირება იქნება. ისინი ასევე შეეცდებიან გერმანიის ტერიტორიის 2 პროცენტის გამოყენებას ქარის ენერგიის განსავითარებლად. მათ ასევე სურთ 2030 წლისთვის, ელექტროენერგიის 80% განახლებადი ენერგიით იყოს მიღებული და გერმანიის გზებზე 15-მა მილიონმა ელექტრონულმა ავტომანქანამ იმოძრაოს.

 


ასევე, იგეგმება კანაფის რეალიზაციის ლეგალიზება ლიცენზირებულ შენობებში, ნარკოტიკის ხარისხისა და განაწილების კონტროლით.

 


გერმანია ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და აქედან გამომდინარე, ახალი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დიდი გავლენა ექნება მის მეზობლებზე.

 


პრესკონფერენიცაზე, 63 წლის შოლცმა განაცხადა: „ევროპის სუვერენიტეტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია“. მან ხაზი გაუსვა გერმანიის მეგობრობას საფრანგეთთან და პარტნიორობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი