GUARDIAN.GE - შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი თანამდებობაზე არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა და ამის მიზეზი მისი კოალიციური პარტნიორის - „მწვანეთა პარტიის“ მიერ მთავრობის დატოვება და ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა გახდა.
„მე ვუთხარი სპიკერს, რომ გადადგომა მსურდა“, - განუცხადა ანდერსონმა ჟურნალისტებს და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ გახდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, როგორც ერთი პარტიის მთავრობის ლიდერი.
„არსებობს საკონსტიტუციო პრაქტიკა, რომ კოალიციური მთავრობა უნდა გადადგეს, როდესაც ერთი პარტია დატოვებს მას. არ მინდა ვუხელმძღვანელო მთავრობას, რომლის ლეგიტიმურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, - განაცხადა 54 წლის „სოციალ-დემოკრატმა“ მაგადალენა ანდერსონმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე 24 ნოემბერს აირჩიეს - 100 წლის შემდეგ, რაც შვედ ქალებს ხმის მიცემის უფლება მიეცათ.
BBC-ის ცნობით, შვედეთის 349 წევრისაგან შემდგარ პარლამენტში, რიქსდაგში, 174-მა დეპუტატმა მისცა მის წინააღმდეგ ხმა, 117-მა მხარი დაუჭირა, 57-მა თავი შეიკავა, შედეგად კი მან ერთი ხმის უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება.
უპსალას უნივერსიტეტის ყოფილმა ჩემპიონმა ცურვაში, პოლიტიკური კარიერა 1996 წელს დაიწყო, როგორც პრემიერ-მინისტრ გორან პერსონის პოლიტიკურმა მრჩეველმა. ბოლო 7 წლის განმავლობაში იგი შვედეთის ფინანსთა მინისტრი იყო.
მაგდალენა ანდერსონის პრემიერ-მინისტრად არჩევამდე, შვედეთი ერთადერთი სკანდინავიური სახელმწიფო იყო, რომელსაც ქალი პრემიერ-მინისტრი არასოდეს ჰყოლია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.