იური ლუცენკო: უკრაინაში სააკაშვილის მიმართ პატივისცემა ნული იყო, ყველა მისი პოლიტიკური რეიტინგი 1%-ზე დაბალი იყო; მიუხედავად ამისა, მასთან მტრობა არავის უნდოდა და ის ამას იყენებდა
26-11-2021, 08:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბოლო 2-3 წლის განმავლობაში უკრაინაში მის მიმართ პატივისცემა ნული იყო. ყველა მისი პოლიტიკური რეიტინგი 1%-ზე დაბალი იყო. მიუხედავად ამისა, მასთან მტრობა არავის უნდოდა და ის ამას იყენებდა, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 


ლუცენკომ გადაცემაში ჩართვისას ასევე თქვა, რომ მთელ უკრაინას ახსოვს, როგორ ამბობდა სააკაშვილი იმას, რომ პოროშენკო როგორც კი არ იქნებოდა პრეზიდენტი, პენსია სამჯერ გაიზრდებოდა. უკრაინელ პენსიონერებს ახლა გული წყდებათ, რომ ამ უპასუხისმგებლო მოლაყბის სიტყვებს ენდობოდნენ.

 


მისივე თქმით, უკრაინაში ყველა თანამდებობაზე ყოფნისას, სააკაშვილი საქართველოს მიღწევების ექსპლუატაციას ცდილობდა.

 


„უკრაინაში საქართველოს მიმართ უზარმაზარი სიყვარულია. უკრაინელები დარწმუნებულები არიან, რომ თქვენი რეფორმები სწორია, მაგრამ არ ესმით ის, თუ რეფორმები სწორია, რატომ არ უნდა სააკაშვილს საქართველოში ჩასვლა და მის მიერ რეფორმირებული სასამართლოს წინაშე წარდგომა - ის ჩვენ გვასწავლიდა, როგორ უნდა მომხდარიყო სასამართლოსა და პოლიციის რეფორმა, მაგრამ საკუთარ მაგალითზე რომ ეჩვენებინა, მიუკერძოებელი სასამართლო როგორ გაასამართლებდა მას, ეს ვერ გაბედა. ყველას ესმოდა, რომ ეს იყო წმინდა წყლის დემაგოგია. არავითარი ეკონომიკური ცოდნა მას არ აქვს, უბრალოდ მას მაშინ საქართველოში ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა, რომელმაც შეცვალა საქართველო, სააკაშვილი კი ამ იდეებს პოპულარიზაციას უწევდა. მან როდესაც დაკარგა გუნდი, სააკაშვილი საკუთარი თავის პოპულარიზაციით დაკავდა. როდესაც მას ვერ აკავებდნენ ჭკვიანი ადამიანები, სისულელეების ლაყბობა დაიწყო. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში უკრაინაში მის მიმართ პატივისცემა ნული იყო. ყველა მისი პოლიტიკური რეიტინგი 1%-ზე დაბალი იყო. მიუხედავად ამისა, მასთან მტრობა არავის უნდოდა და ის ამას იყენებდა. ის ამბობდა, გიყვარდეთ, მომეცით თანამდებობა და მე გავხდები თქვენი მეგობარი. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მან დაარღვია ყველა შესაძლებელი კანონი და წესები“, - განაცხადა ლუცენკომ.

 

 

მისი თქმით, 2005-2010 წლებში, როდესაც იგი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა ვანო მერაბიშვილთან, რომელსაც, როგორც ლუცენკომ აღნიშნა, იგი დღესაც მეგობრად მიიჩნევს. იგი ასევე ძალიან ხშირად ხვდებოდა მიხეილ სააკაშვილს და მას უკრაინის მეგობრად მიიჩნევდა, მაგრამ სააკაშვილისადმი მისი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ამის მიზეზიც დაასახელა.

 

 

„ზუსტად ამიტომაც, თქვენ შეგიძლიათ ჩაწვდეთ ჩემი აღშფოთების სიღრმეს, როდესაც მივიღეთ აუდიოჩანაწერი, რომელშიც ჩანდა, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ ჩვენს ქვეყანაში მოწვეულმა სააკაშვილმა ურთიერთობა დაამყარა მოსკოვში გაქცეულ ოლიგარქ კურჩენკოსთან და თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ იანუკოვიჩის ხალხის წინააღმდეგ აღძრული საქმეები დაიხურებოდა მას შემდეგ, რაც დაემხობოდა ხელისუფლება. გარდა ამ საუბრებისა, ჩვენ დავაფიქსირეთ თვითონ თანხის გადაცემა, რომელიც უკრაინაში შუამავლებმა ჩაიტანეს. ეს თანხა არჩეული ხელისუფლების დასამხობად იქნებოდა გამოყენებული. ამ დროს უკრაინა რუსეთს ეომებოდა. ჩემთვის ეს უზარმაზარი შოკი იყო და სააკაშვილის ახალი სახე გამოვლინდა, როგორც ადამიანისა, რომელიც არის უმადური, არაკეთილშობილი, რომელიც საკუთარი ამბიციების გამო, უკვე მეორე სამშობლოს უღალატებდა“, - აღნიშნა ლუცენკომ, რომლის კომენტარს „იმედინიუს.ჯი“ ავრცელებს.

 

 

იური ლუცენკო უკრაინის გენერალური პროკურორის პოსტზე 2016 წლის 12 მაისიდან, 2019 წლის 29 აგვისტომდე მუშაობდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი