„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის.
როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, კომუნიკაციების კომისიამ მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყეტილება „მთავარი არხის“ წინააღმდეგ, ეს არის 112 ათასი ლარი, აქამდე რეკორდი იყო 58 ათასი ლარი და ეგეც „მთავარი არხის“ წინააღმდეგ იყო.
„ახლა ორ კლიპთან დაკავშირებით მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად უკანონოდ იქნა მიღებული. აღნიშნული კლიპები კომისიამ ჩათვალა წინასაარჩევნო კლიპებად, პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გაიყვანა. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ერთადერთს, ჩვენი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას, ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება. ჩვენ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების მიმღებთა შესახებ კლიპების გაშვებას, რომელიც ხვალიდან გავა ეთერში. ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი თანხების გადახდას და გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ, სასამართლო გაუძლებს თუ არა ამ ტესტს. განვითარება ამ მოვლენას ექნება აუცილებლად. ზვავი ეფექტი ექნება ამ განვითარებას და ვპირდებით ამ ადამიანებს, რომ საერთაშორისო თვალსაზრისითაც, მათ მიმართ აუცილებლად ვეცდებით, რომ ყველანაირი შეზღუდვის ზომა იქნეს გატარებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყვნენ მიცემული ქართული იურისდიქციის ფარგლებში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომლის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონმდებლობის დარღვევით განთავსების გამო 112 000 ლარით დააჯარიმა. 17 და 18 ნოემბერს მაუწყებელმა ეთერში განათავსა სამი ვიდეორგოლი, რომლის განთავსების უფლებაც კანონმდებლობით არ ჰქონდა. ანალოგიური სამართალდარღვევისთვის მთავარი არხი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე იყო დაჯარიმებული, რის გამოც ის წლიური შემოსავლის 1%-ით დაჯარიმდა. მსგავსი დარღვევისთვის „მთავარი არხი“ 2019 და 2020 წლებშიც იქნა სამართალდამრღვევად ცნობილი და დაჯარიმებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.