ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. აჭარის უზენაესი საბჭოს შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ საკრებულოში არჩეული დეპუტატები და მათი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი და ძველი საკრებულოს მიერ დანიშნული სხდომის გაუქმებას ითხოვდნენ.
არაერთხელ დაიძაბა მდგომარეობა, როგორც ხდომათა დარბაზში, ისე შენობის გარეთ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ დარბაზში სპეციალური სითხე გაუშვა, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა, თუმცა მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს შენობა დაატოვებინეს, სხდომა განახლდა და ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტიც დამტკიცდა - 14 ხმით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.