ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში ასფალტის საფარის მოწყობა დაიწყო. ამჯერად გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვედა ბზვანში მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოები დღეს ადგილზე დაათვალიერა ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ტარიელ ძაგნიძემ.
მიმდინარე საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოებს ახორციელებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზები“.
სპეციალისტების განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი ხორციელდება ვადების დაცვით, ხარისხიანად.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.