GUARDIAN.GE - გაგვაჩნია ინფორმაცია, რომ დეკემბრის პირველ რიცხვებში, ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის მონაწილეობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მივიღეთ ინფორმაცია, რომ 1-ში ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება იქნება, 1-ელ, 2 დეკემბერს. ჩვენ გაგვაჩნია არა მხოლოდ აგენტურული ინფორმაცია, არამედ ხმოვანი ინფორმაციაც, სადაც, მოდი ასე ვიტყოდი, უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან განიხილავენ რინატ ახმეტოვის მონაწილეობას უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებაში“, განაცხადა ზელენსკიმ პრესმარათონში, რომლის ტრანსლირებაც პრეზიდენტის ოფისის „ფეისბუქის“ გვერდზე განხორციელდა.
პრეზიდენტის სიტყვებით, ამ სახელმწიფო გადატრიალებისთვის მილიარდი დოლარის მობილიზება ხდება.
„ვფიქრობ, რომ ეს არის ოპერაცია, მას [რინატ ახმეტოვს] ითრევენ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში. მიმაჩნია, რომ ეს დიდი შეცდომა იქნება, რადგან არ შეიძლება ბრძოლა შენი ხალხის წინააღმდეგ, პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინელი ხალხის მიერ არის არჩეული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ახმეტოვი პრეზიდენტის ოფისში მიიწვია, რათა არსებული ინფორმაცია განიხილონ.
„მე იანუკოვიჩი არ ვარ - არსად არ გავიქცევი - და არც პოროშენკო“, - თქვა ზელენსკიმ და ხაზი გაუსვა, რომ ამ სახელმწიფო გადატრიალებას თავად ახმეტოვი არ ამზადებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.