კახა კალაძე: სააკაშვილს კიდევ რამე სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ? მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ, გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე, თმას რომ იჭრიდა ბიუჯეტიდან, იგივე გავაკეთოთ?
27-11-2021, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კიდევ რამე სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ? მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ, გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე, თმას რომ იჭრიდა ბიუჯეტიდან. იგივე გავაკეთოთ? – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში შეკითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას ეხებოდა.

 


კახა კალაძის თქმით, საზოგადოებას არ დავიწყებია, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

 


„კიდევ რამე სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ? მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ, გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე, თმას რომ იჭრიდა ბიუჯეტიდან. იგივე გავაკეთოთ? ჩვენ ხომ სამართლებრივ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება; მერე რა, რომ პოლიტიკოსია; მერე რა, რომ მაღალი თანამდებობის პირი იყო; მერე რა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, თუ ჩადიხარ დანაშაულს. ჩვენ რა, დაგვავიწყდა ის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე? რა დამოკიდებულება იყო საზოგადოების მიმართ, როგორ უსწორდებოდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ეს დაავიწყდა საზოგადოებას, დაავიწყდა რა ხდებოდა საპატიმროებში? დაავიწყდა საზოგადოებას, ბიზნესის მიმართ რა მდგომარეობა იყო და როგორი მიდგომები ჰქონდათ, როგორ ატერორებდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს, როგორ კლავდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში? 26 მაისს გახსოვთ, ხომ, მოკლული ადამიანები სახურავებზე რომ შემოყარეს“, – განაცხადა კახა კალაძემ, რომლის კომენტარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი