თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS), კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონური მხარის თანამშრომლობით კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდა. საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტებისთვის სწავლება კრიზისულ სიტუაციებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და ტექნიკური პერსონალისთვის დამატებითი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას ისახავდა მიზნად.
ტრენინგი 2 სასწავლო კურსსა და კიბერსწავლებას მოიცავდა. სწავლებას ესტონელი კიბერექსპერტები უძღვებოდნენ. ტრენინგი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით
გათვალისწინებული სსიპ-კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და DIBS-ის ერთობლივი პროექტის, "კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამის დანერგვა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში" ფარგლებში ჩატარდა. სწავლებას კიბერუსაფრთხოების ბიუროს სპეციალისტები, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე თავდაცვის სამინისტროს კიბერრეზერვისტები დაესწრნენ.
ტრენინგის წარმატებით დასრულება მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლუკა მგელაძემ მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.