თბილისში, ელიას მთის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ისნის რაიონის გამგეობას მიმართავს და მთაზე უკანონოდ მიმდებარე განაშენიანების შეჩერებასა და მწვანე სივრცის განაშენიანებას ითხოვს. ელიას მთის დაცვის ინიციატივით შექმნილმა „ელიას მთის დაცვის თემის“ წევრებმა დღეს აქცია გამართეს და მთაზე, სიმბოლურად, მარადმწვანე ხეები დარგეს.
„ელიას მთის მიმდებარე ტერიტორია თითქმის სრულად განაშენიანებულია, მიუხედავად ამისა, ამ უბანში არ არსებობს პარკი/სკვერი, სადაც მოსახლეობას ექნება დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა. სწორედ ამ მიზნით, ელიას მთის მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა მიმართავს რაიონის გამგეობას თხოვნით, უზრუნველყონ ელიას მთაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის აღკვეთა; სასაფლაოსა და შესაბამისი მიმდინარე ტერიტორიის გამწვანება და ელიას მთაზე მწვანე სივრცის - პარკის/სკვერის მოწყობა,“ - განაცხადა „ელიას მთის დაცვის თემის“ წარმომადგენელმა მარიამ კუსიანმა.
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, რომელიც ელიას უბნის მოსახლეა, წლების განმავლობაში ამ უბნის მოსახლეობა იბრძვის, იმისთვის რომ მთაზე გაშენდეს მწვანე სივრცე.
„მოსახლეობამ შეაგროვა ხელმოწერები, რომელსაც წარუდგენენ ისნის გამგეობას და მერიას. მიხარია, რომ ადგილზე შეიქმნა „ელიას მთის დაცვის თემი“, ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის ერთობა, რომელიც ცდილობს ელიას მთაზე შეაჩეროს უკანონო განაშენიანება და ხელი შეუწყოს იმას, რომ თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი იყოს გამწვანებული და კეთილმოწყობილი,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.