თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველებმა გიგი უგულავა პოლიციელისთვის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. დაკავებამდე უგულავამ პოლიციელებს უთხრა, რომ ისინი იქცევიან ისე, როგორც 90-იანი წლების „ძაღლობა“ იქცეოდა. პოლიციელმა მას „დამშვიდებისაკენ“ მოუწოდა.
ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციელებმა სასამართლოსთან შეკრებილ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს სთხოვეს, გზის სავალი ნაწილი - დავით აღმაშენებლის ხეივანი - გაეთავისუფლებინათ.
ამასთან, პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანა. ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი გათავისუფლებულია.
7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.