ყველამ იცის, რომ მე ციხეში არ უნდა ვიჯდე, რომ ეს ბრალდებები არნახულად შეთითხნილია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„როგორ მოხდა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა შემოვიარე, ჰოლანდიაში გენერალურმა პროკურორმა ოთხჯერ დამპატიჟა, რომ მთელი პროკურატურისთვის ლექცია წამეკითხა, ევროპაში ყველაზე სამართლებრივ ქვეყანაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აღიარებს ბრალს ჩემ წინააღმდეგ, ამ ბედოვლათების გარდა, არის რუსეთი. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი. მე მინდა, ვუთხრა ქართველ ხალხს, არავითარი ხელის ჩამოშვება, არავითარი პაუზები და გაჩერება. ჩვენ სამშობლო გვყავს გადასარჩენი. ყველანი მობილიზებული, ყველანი მშვიდობიანი, ორგანიზებული, მაგრამ თავგადაკლული და თავგადადებული. აჰა, ხომ გადავდე თავი, ხომ გადადო ელენე ხოშტარიამ თავი, ხომ გადადო ნიკა მელიამ თავი, როდესაც თავისი ფეხით შევიდა ციხეში. ხომ გადადო ლექსო რაფავამ თავი. არანაირი უკან დახევა, ეს რეჟიმი აუცილებლად უნდა მოშორდეს და საქართველო აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. დიდი მადლობა, ჩემო ქართველო ხალხო იმისთვის, რომ მიმიღეთ, მხარს მიჭერთ და იბრძვით. ჩვენ ამ საშინელებას აუცილებლად დავამარცხებთ და ვიქნებით თავისუფალი, ამაყი და ძალიან წარმატებული, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე და წმინდა გიორგი. გაუმარჯოს საქართველოს. თავისუფლება დღეს ჩვენი!“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.